რუსთავში კათოლიკური ტაძარი გაიხსნა

რუსთავში „გულმოწყალე იესოს“ სახელობის კათოლიკური ტაძარი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ტაძრის გახსნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, ვატიკანის ელჩი საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტაძრის კურთხევის საზეიმო მსახურება ამიერკავკასიის ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და კათოლიკე მღვდელმსახურებმა შეასრულეს.

„მსახურების დასრულების შემდგომ ეპისკოპოსმა პაზოტომ შეკრებილ საზოგადოებასა და მრევლს სიტყვით მიმართა, მან მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს ტაძრის მშენებლობის საქმეში გაწეული ძალისხმევისათვის.

მრევლისა და საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა ვატიკანის ელჩი საქართველოში, მონსინიორ ჟოზეაველინო ბენატკური. მან დამსწრე საზოგადოებას პაპ პრანცისკეს მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა. ელჩმა ტაძრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს მისი უშუალო ძალისხმევისა და ჩართულობისათვის“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახლმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ. მან რუსთავის კათოლიკე მრევლს ტაძრის გახსნა მიულოცა. ზაზა ვაშაყმაძემ გაიხსენა პაპი ფრანცისკეს მიერ ნაკურთხი სიმბოლური ქვის მშენებარე ტაძრის კედელში საზეიმოდ ჩადგმის დღე. მისი განცხადებით დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კათოლიკურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას.

„დღეს რუსთავის კათოლიკური ეკლესიის გახსნა არის დასტური იმისა, რომ ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის გზით, სააგენტოსა და რელიგიური ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობით მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება ამ სფეროში არსებობდეს“, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა