„რუსთავი 2“ ოთარ ფარცხალაძის ე.წ.შავი სახლის და ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმის ახალ ვერსიაზე საუბრობს

„რუსთავი 2“ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის „შავი სახლის“ ფოტოებს და ვიდეომასალას ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე სახლის ასაშენებლად ფარცხალაძემ სამი მიწის ნაკვეთი გააერთიანა, საიდანაც ერთ-ერთი დავით მამულაიშვილმა გადაუფორმა. მანამდე კი 1500 კვ.მ. ფართის მფლობელი ბიზნესმენი სოსო დოლიძე იყო, რომლის სახელიც ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეში ფიგურირებდა.

ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის თებერვალში, საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი ვერსია, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის დავალება სოსო დოლიძეს ეკუთვნის. თვითმხილველების ნაწილი ორ თავდამსხმელზე საუბრობდა, თუმცა გამოძიებამ მხოლოდ ერთის ვინაობა დაადგინა. ლევან მექვაბიშვილს პეტრიაშვილზე თავდასხმის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, გაიფორმა თუ არა ძვირად ღირებული ქონება სოსო დოლიძისგან ოთარ ფარცხალაძემ, ყოფილი პროკურორი კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.

„რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული რეპორტაჟის თანახმად, ოთარ ფარცხალაძის „შავი სახლის“ მშენებლობა 8 თვის განმავლობაში უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც მშენებელი კომპანია დააჯარიმეს კიდეც.

რეპორტაჟის თანახმად, ყოფილი მთავარი პროკურორის რკინა-ბეტონით აშენებულ საცხოვრებელ სახლს აქვს მიწისქვეშა სართული, სადაც განთავსებულია საძინებელი, 4 საწყობი და ავტოსადგომი. სახლის სიმაღლე მიწის ზემოთ 3 მეტრი და 90 სანტიმეტრია, მიწის ქვემოთ კი 4 მეტრი და 50 სმ. ფარცხალაძის სახლს გარშემორტყმული აქვს დიდი შავი ღობე და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის შენობას და მის მეპატრონეს მრავალრიცხოვანი დაცვა იცავს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნისას ოთარ ფარცხალაძე მხოლოდ 150 კვ.მ. ბინას და ავტომანქანას ფლობდა. მთავრი პროკურორის პოსტის დატოვების შემდეგ კი, ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მანქანების, ბიზნესწილების და შემოსავლების რაოდენობა გაიზარდა. ბიზნესწილების მფლობელები გახდნენ ასევე მისი ოჯახის წევრები - შვილი და მეუღლე.

იხილეთ ვიდეო: ოთარ ფარცხალაძის შავი სახლი გიგანტური ღობით - რა კავშირი აქვს ყოფილი მთავარი პროკურორის ქონებას ბუკა პეტრიაშვილის ცემასთან?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო