აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოსალაპარაკებელად ფხენიანში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით ჩავიდა ფხენიანში, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს გამართავს. არსებული ინფორმაციით, მხარეები კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ მაიკ პომპეო ფხენიანში ტოკიოდან ჩაფრინდა, სადაც ის იაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბესა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს შეხვდა. ეს მაიკ პომპეოს ჩრდილოეთ კორეაში რიგით მეოთხე ვიზიტია. კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ ის სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, სადაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მუნ ჩჟე ინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ჟურნალისტებთან საუბრისას მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შედეგად შეიძლება გამოცხადდეს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრის ადგილი და თარიღი.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა