სამუშაოს მაძიებლებისთვის გადამზადების პროგრამის ახალი ეტაპი იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას ითვალისწინებს, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მიმდინარე წელს, უკვე მეორე ნაკადის მიღება განხორციელდება. პროგრამაში ჩართვისათვის სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები შერჩეულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მეორე ეტაპში ჩართულია 33 დაწესებულება, სულ 29 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებელი. სადაც მსურველები გაივლიან 17 მოთხოვნად პროფესიაზე სწავლებას.

პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და ერთვებიან მომზადება-გადამზადების მოკლევადიან სასწავლო კურსში.

სწავლის ვაუჩერის მისაღებად სამუშაოს მაძიებელი პირადად უნდა გამოცხადდეს 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი.

პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, პრობაციონერებს, ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სახელმწიფო მსურველებს ეხმარება, მოკლე დროში, მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მოკლევადიანი კურსებით სამუშაოს მაძიებლები: პრაქტიკოსი ექთანის, სარეკლამო აგენტის, სტილისტის, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, კომპიუტერული ქსელების, სისტემების ტექნიკოსის, მზარეულის, ფილადმწყობის, სავალი ნაწილის ტექნიკოსის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალიტის და ზეინკალ-სანტექნიკოსის და სხვა მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადდებიან.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა 2-დან 4 თვემდე გაგრძელდება. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისათვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე – 1000 ლარს.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო