მიხეილ ბენიძე - ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ლევან ყიფიანის კომენტარი, როგორც მინიმუმ, არათანმიმდევრულია

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია და ასევე ბატონი ყიფიანის მიერ გაკეთებული კომენტარი როგორც მინიმუმ, არათანმიმდევრულია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

„თუ ეს ჩანაწერები ავთენტური არ არის, მაშინ ბატონი ყოფიანის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სპეციალურად დადგეს, რითიც გამოდის, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია, ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. ამიტომ, ჯერჯერობით გაუგებარია, პროკურატურა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით რას გვეუბნება. თქვენ იცით, რომ იმ ფონზე, როდესაც მათ შორის ამ ჩანაწერების მიხედვით, საუბარია სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებების სერიოზულ არაფორმალურ გავლენებზე, შესაძლოა, ითქვას, რომ როგორც მინიმუმ, ძალიან სერიოზული ეჭვები არსებობს გამოძიების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ როგორც ექსპერტიზის, ასევე თავად გამოძიების პროცესში ჩართული იყოს უცხოელი ექსპერტები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, იქნება ეს აშშ, გერმანია თუ რომელიმე სხვა ქვეყანა. შეიძლება ეს იყოს გამოსავალი იმისათვის, რომ უფრო მეტი სანდოობა არსებობდეს საგამოძიებო პროცესისასდმი და მათ შორის თავად ექსპერტიზისადმი”,- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" საქმეზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა და დაადგინა, რომ ისინი არ არის ავთენტური და დამზადებულია მონტაჟის გზით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო