თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე „ომეგას ჯგუფში" შემავალი „ბეემვეს ცენტრის" დირექტორის მოადგილე იმყოფება

„ომეგა ჯგუფის" საქმის გამოძიების ფარგლებში, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე „ომეგას ჯგუფში" შემავალი „ბეემვეს ცენტრის" დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხაჩიშვილი იმყოფება.

ალექსანდრე ხაჩიშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე კიდევ ერთხელ გაიხსენა ბანკიდან თანხის გატანის საკითხი.

„ბანკში ვიყავი თანამშრომლებთან ერთად. მანქანაში იდო იარაღი. პერიმეტრზე იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები. მე ვიცოდი, რომ ეს ფული მიდიოდა ჩვენი მშენებლობებისთვის. მე ასე ვიცოდი ბოლომდე, მაგრამ გარეთ რომ გავედი, სიტუაცია სხვანაირი იყო",- განაცხადა ხაჩიშვილმა.

ალექსანდრე ხაჩიშვილის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ მან, ისევე როგორც "ომეგას" საქმეზე გამოკითხულმა სხვა პირებმა, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით არაერთი აუდიოჩანაწერი გავრცელდა,რომელზეც პროკურატურამ გამოძიება 12 სექტემბერს, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყიებით დაუფლებას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2018 წლის 4 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური და მონტაჟის კვალი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა