ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პირველ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.

„იმის გამო, რომ ბინების გარკვეული რაოდენობა გასანაწილებელი დარჩა, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდა. ამჯერად, განაცხადების შევსება როგორც აჭარაში რეგისტრირებულ, ისე თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადების მიღება 2018 წლის 8 ოქტომბერს იწყება და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება მხოლოდ იუსტიციის სახლის ფილიალებში შეეძლებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს 2018 წლის ბოლომდე გადაეცემა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი