მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პროკურატურის სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი დეპარტამენტის უფროსია გათავისუფლებული.
როგორც უწყების საიტზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, თანამდებობაზე აღარ ირიცხება მთავარი პროკურატურის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი.
ამასთან, კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც უწყებაში განხორციელდა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს შეეხება. კერძოდ, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ნათია მერებაშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
უწყების სხვა ყველა ხელმძღვანელი პირი, მათ შორის მთავარი პროკურორის ყველა მოადგილე - მამუკა ვასაძე, გიორგი გაბიტაშვილი, გიორგი გოგაძე და გიორგი ბადაშვილი, ამ დროის ინფორმაციით, თანამდებობას ინარჩუნებს.
ასევე პოსტებზე რჩებიან: გენერალური ინსპექციის უფროსი - ბაკურ აბულაძე,
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე - გიორგი კვარაცხელია,
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი - თეიმურაზ ნაჭყებია,
საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე - ჯარჯი წიკლაური,
საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე - რევაზ ბაღაშვილი,
საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე - დიმიტრი ფაღავა,
საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი - ამირან გულუაშვილი,
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი - ალექსანდრე მუყასაშვილი,
კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი - გიორგი გოჩაშვილი,
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი - ნინო აღლემაშვილი,
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ნადარეიშვილი,
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კოკა კაციტაძე,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - მიხეილ შაყულაშვილი,
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გიორგი ქევხიშვილი,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი - ბესიკ კოჭლამაზაშვილი,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი - ჯაბა გურგენიძე,
ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი - მირანდა მელქაძე,
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გიგა ძნელაძე,
თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი - ლევან ძნელაძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - მიხეილ გოგორიშვილი,
თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი - რეზო ნადოი,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი - დავით ფხალაძე,
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი გაბოძე,
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ბესიკ თხელიძე,
საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გოჩა ფარულავა,
საგამოძიებო დანაყოფების ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი - ალექსანდრე იმედაშვილი,
საგამოძიებო დანაყოფების რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი - ლონდა ბიჭიკაშვილი,
სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი - თამარ ზუბაშვილი,
ანალიტიკური სამმართველოს უფროსი - ჯაბა უსენაშვილი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი - მაგდა კაპანაძე,
საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი - თამრიკო სოლოღაშვილი,
ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი - კონსტანტინე ქათამაძე,
ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - სოსო არჩვაძე,
პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი - სოფიო ჯიაძე,
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ჩილინგარაშვილი,
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ირაკლი დონდოლაძე,
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - გივი ბაღდავაძე, იურიდიული სამმართველოს უფროსი - ნათია გორგოძე,
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი - ნიკოლოზ ჭინკორაშვილი,
საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გიორგი გრძელიშვილი,
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი - მერაბ მურღულია,
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი - კონსტანტინე ბელაშვილი,
საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი - ნიკო ბახტაძე,
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი - დავით ხმალაძე,
ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი - სალომე შენგელია,
პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი, გურამ სოფრომაძე.
მთავარმა პროკურატურამ უწყებაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ განცხადება 31 აგვისტოს გაავრცელა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"