ზაზა ხატიაშვილი  - ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები გადაკეთებულია

ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომანია „რუსთავი2“-ისა და „იბერიის“ მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, მე მივმართე ლონდონის 2 ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში.

წინა კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში ტელეეთერებით ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული და რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიო-ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა. უფრო მეტიც, ერთ-ერთ 02.06-წუთიან ჩანაწერში აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი.

ახლახანს ჩვენ მივიღეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ლონდონის საექსპერტო ბიუროს დილიჯენსის (Diligence) დასკვნა. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელთა შორის ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, ბატონი უილიამ უებსტერია. დილიჯენსის 2018 წლის 03 ოქტომბრის ექსპერტიზის შედეგები პირველი დასკვნის იდენტურია და ხაზგასმულია, რომ ამ ექსპერტიზით არაორაზროვნად დასტურდება ის გარემოება, რომ აუდიო-ჩანაწერ(ებ)ში არსებობს წყვეტა და 3 აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად აღმოჩენილია 12 ანომალია.

მე დღეს არასამთავრობო სექტორს გავაცანი აღნიშნული დასკვნები და ვთხოვე მათ, რათა შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გამიზნულად გავრცელების აღმაშფოთებელი ფაქტები.

მე ასევე მივმართე „რუსთავი2“-ს და ტელეკომპანია „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ყალბი და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ლახავს მის რეპუტაციას და არის დამაზიანებელი მისი საქმიანობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისაგან მიღებული ზარალის ოდენობა.

სასამართლო დავას ჩვენ დავიწყებთ არა მარტო ამ ტელეკომპანიების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი ხელმძღვანელების: ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ.

ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს ექსპერტები მზად არიან დაესწრონ ჩვენს მიერ ინსცენირებულ სასამართლო პროცესებს და დადასტურონ ჩვენი სიმართლე.

ასევე ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცია დააანონსა, ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალის თუ ვერსიის მიწოდების და, შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისმგებლობა საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს.

მე ვაპირებ ასევე, რომ ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს დასკვნა გასაცნობად მივაწოდო საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს.

წინა კვირას ჩვენ გამოვაქვეყნეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნა. ამჯერად, საზოგადოებას ვთავაზობთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დილიჯენსის (Diligence) 03 ოქტომბრის დასკვნას, მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს და მასალას საექსპერტო კომპანიის დამფუძნებლებისა და საქმიანობის შესახებ.

იხი­ლეთ სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს დას­კვნა ქარ­თულ ენა­ზე

იხი­ლეთ სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს დას­კვნა ინ­გლი­სურ ენა­ზე

ზაზა ხატიაშვილი

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს