მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo საქართველოს ბაზარზე შემოდის

Glovo, მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში იძლევა, თბილისში შემოდის.

Glovo ბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015წელს დაიწყო და მას შემდეგ საზღვრები 67 ქალაქითა (მათ შორის, მადრიდი, კაირო, სტამბოლი, საუ-პაულუ) და 20 ქვეყნით გააფართოვა და 3 კონტინენტი(ევროპა, აფრიკა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა) მოიცვა. მისი გამოყენებით მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი შეკვეთაამიტანილი, მომსახურების საშუალო დრო კი 45 წუთზე ნაკლებია.

ეს ერთგვარი ტექნოლოგიური მარკეტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით შეუკვეთონ, მიიღონ და გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი. აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კატეოგორიის ნივთის შეძენაც. გარდა ამისა, კურიერისმომსახურება საშუალებას იძლევა, ადრესატს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაეცეს.შეკვეთის გაფორმებისთანავე, მომხმარებელი იღებს სრულ ინფორმაციას ნაყიდი პროდუქტისა და იმ კურიერის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელმაც მიტანის სერვისი უნდა უზრუნველყოს.

ამიერიდან Glovo-ს მომსახურებით სარგებლობას თბილისის მოქალაქეებიც შეძლებენ.კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა რესტორნებთან, ყვავილების მაღაზიებთან, საცხობებსა თუ საკონდიტროებთან. ამასთანავე, აპლიკაციას უკვე ჰყავს პარტნიორ კურიერთა ქსელი, რომლებიც პროდუქციას რამდენიმე წუთში არიგებენ.

გარდა მანქანებისა, Glovo-ს აპლიკაციის პარტნიორი კურიერები პროდუქციის მისატანად სკუტერებსა და ველოსიპედებსაც იყენებენ, რაც ხელსუწყობს ქალაქში საცობების განტვირთვას და მომხმარებლებს მიტანის სერვისის ეკომეგობრულ გზას სთავაზობს.

გიგა ქერქაძე, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში: „ძალიან გვიხარია Glovo-ს თბილისში შემოსვლა. ევროპის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის ინვესტიცია საქართველოში ხელს შეუწყობს იმ ტრანსფორმაციას, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური სექტორი გადის. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველას შევუქმნათ ის ტექნოლოგიური კომფორტი, რომელიც თითოეულ ადამიანს ქალაქზე დისტანციურად წვდომის საშუალებას მისცემს და უამრავ პარტნიორ კურიერს შემოსავლის წყაროსა და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.“

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს