„რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს

„რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე ფიგურირებენ.

ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო.

„ვანო ჩხარტიშვილი - მე მიშას დროს ჩასული რო ვიყავი ლონდონში შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს, მე მითხრა რა, და მე ვუთხარი, რა უნდა ვუთხრა მეთქი-რაა, რამე თუ ისეთი არის, რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად მეთქი შესახვედრად-მეთქი და გაუკვირდა კაცს, ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი, რა ის არის შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი თუ რამე ისეთი იქნა პირველ რიგში იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ, მე ვუთხარი რაღაცა რავიცი თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტითქო მე ვუთხარი. ხოდა მე ვუთხარი აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა ლავროვთან იმასთან ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე აქა რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. სხვათა შორის ძალიან სერიოზული ტიპია რა ეხლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი”.

"ზაზა ოქუაშვილი - ე.ი. სავსეა აჭარა რუსებით, მარა ვეღარ გაარჩევ იქ ზოგი უკრაინაა ზოგი რუსი თან ეხლა რუსულ ლაპარაკს ისმენ რუსული, თურქული.

ვანო ჩხარტიშვილი - ხო არა მთავრობამ უნდა გააკეთოს რაღაცა, არ ვიცი რაღაცა წაკუზულები არიან აი რაღაცა რავი აზრზე არა ვარ

ზაზა ოქუაშვილი - კმაყოფილია რუსეთი? ალბათ ნატო აღიზიანებთ ნატო ნატო

ვანო ჩხარტიშვილი - ნატო, არა იცის რო ვერ შევალთ, რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია

ზაზა ოქუაშვილი - კომფორტშია."

იხილეთ ვიდეო: "რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში" - ვრცელდება კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო