„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის, გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 11 ოქტომბერს, მხედველობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის - გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ოფთალმოლოგები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და გიორგი ტარსაიძის ოჯახის წევრები.

გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძეს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გიორგი ტარსაიძე პირველი ქართველი ექიმი-ოფთალმოლოგი იყო, რომელიც სამედიცინო განათლების უცხოეთში მიიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1892 წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ ოფთალმოლოგიურ დაწესებულებას - „თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფოს“. მისი სახელობის იყო „თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, რომლის ბაზაზეც, მოგვიანებით „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ შეიქმნა.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივით, მხედველობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ეყრება „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ჩამოყალიბებას და იგეგმება მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც მიმართული იქნება საქართველოში ოფთალმოლოგიური დაავადებების შემცირებისა და მოსახლეობის ინფორმირებისკენ დაავადებების მკურნალობის და პრევენციის შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება უფასო სკრინინგის აქციები, როგორც ახალგაზრდების ასევე ასაკოვანი მოსახლეობისათვის. გლაუკომით და კატარაქტით დაავადებული ადამიანებისთვის ფუნქციონირებას იწყებს პაციენტების სკოლა, რაც პაციენტებისთვის დაავადებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას და მკურნალობის დაგეგმვას ისახავს მიზნად.

საუკუნოვანი გამოცდილების მქონე „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში