„რედკო“ ახალი გუდაურის სიახლეები

„რედკო“ ახალი გუდაურის სიახლეები

გენერალური გეგმის მიხედვით, დეველოპერული კომპანია „რედკო“ ახალი გუდაურის ტერიტორიაზე 26 შენობას ააშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს.

როგორც „რედკოს“ მარკეტინგის განყოფილების უფროსი კაწია აბსანძე ამბობს, დეველოპერული კომპანია „რედკო“ 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს აპარტ-ოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და სარეკრეაციო-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას საქართველოს კურორტებზე.

„ჩვენ ვმუშაობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან, მათ შორის კანადურ კომპანიასთან Ecosign-თან, რომელმაც გუდაურის განვითარების 5-წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა.

კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს მრავალ პროექტს, როგორიცაა: კურორტი ახალი გუდაური – 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი; ბათუმი თაუერი – უნიკალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს 5* სასტუმროს “Le Méridien Batumi ”, სამორინეს და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას; სასტუმრო “Radisson Blu Gudauri“; აპარტოტელი ბაკურიანში; საცხოვრებელი სახლი თბილისში; რესტორანი ძველი ბულვარი ბათუმში.

კომპანია „რედკო” ჩართულია ბანკის იპოთეკური სესხების პროგრამაში, რომელიც პოტენციურ მყიდველებს საშუალებას აძლევს, იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული/პრივილეგირებული პირობებით ისარგებლონ, ჩვენ რამდენიმე დღეში დავაანონსებთ ექსკლუზიურ აქციას რომელსაც "საქართველოს ბანკთან" ერთად ვგეგმავთ“, - აღნიშნა კაწია აბსანძემ.

(R)