მედიაცია - დავის შეთანხმებით დასრულების ხელოვნება

„გაეროს განვითარების პროგრამა“ საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარების საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „გაეროს განვითარების პროგრამაში“ განმარტავენ, უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

„მედიაცია არის დავების გადაწყვეტის ისეთი საშუალება, რომელიც ადამიანების მართლმსაჯულებით კმაყოფილებას ზრდის. პირველ რიგში, მედიაციის მხარეებს შეუძლიათ დავა დაასრულონ ძალიან მოკლე ვადაში. დავის ორივე მხარე ამ პროცესიდან ემოციურად გაწონასწორებული გამოდის. როგორც წესი, მხარეები რჩებიან ამ სისტემით კმაყოფილები. პროექტის უმთავრესი მიზანია, რომ მედიაცია უფრო ხშირად გამოიყენებოდეს საქართველოში. ჩვენთვის პრიორიტეტულია, როგორც ფიზიკურ პირებს შორის მედიაცია, ასევე ამ პროცესის გამოყენება ბიზნეს დავების გადაჭრისას“, - განაცხადა რუსუდან ტუშურმა.

UNDP-ის ინფორმაციით, დავის გადაჭრის ამ ალტერნატიულ მეთოდში ერთ-ერთი მთავარი ასპექტი დამოუკიდებელი პირი - მედიატორია. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სწორედ ის ეხმარება მხარეებს, დავიდან ოპტიმალური გამოსავალი მოძებნონ და სადავო საკითხი ისე გადაწყვიტონ, რომ თითოეული მათგანი კმაყოფილი დარჩეს.

„მედიაცია ეხმარება დაპირისპირებულ მხარეებს საკუთარი ინტერესების დაახლოვებასა და კონფლიქტის გადაჭრაში ისეთი პირობებით, რაც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით რთული მისაღწევი იყოს“, - განაცხადა მედიატორმა თორნიკე ბაქრაძემ.

მედიატორთა განცხადებით, მედიაციით მოგვარებული დავის შემთხვევაში მცირეა ახალი სასამართლო დავების წარმოშობის საფრთხე, რადგან ამ პროცესის შედეგად, ძირითად შემთხვევებში, დავა სრულად ამოიწურება.

„მედიაციის პროცესზე გამჟღვანებული ინფორმაცია სრულად კონფიდენციალურია, რაც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავისუფლად წარმართონ მოლაპარაკებები. აქ გამჟღავნებული ინფორმაცია, მოსაზრებები და შეთანხმების პირობებიც კონფიდენციალურია. შედეგად ეს არის საშუალება თქვენი დავები, შეთანხების სურვილის შემთხვევაში, იმაზე მარტივად და მოკლე დროში გადაჭრათ, ვიდრე ამას დღეს სასამართლო გთავაზობთ.

რა არის მედიცია? ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს ალბათ ცოტა თუ გაცემს. საქართველოს პარლამენტის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ მედიაცია არის “კონფლიქტური მხარეების მორიგების პროცედურა, მათი მოლაპარაკებაში ნებაყოფლობით ჩართვის გზით, ნეიტრალური მხარის, მედიატორის თანდასწრებით და ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით”. უფრო მარტივად, ეს საშუალებაა სადავო საკითხი სასამართლოს გარეშე ანუ ხანგრძლივი პროცედურებისთვის თავის არიდების მეშვეობით გადაჭრათ და დაზოგოთ დრო, რომელიც დღეს ნამდვილად ფულია. თუკი სასამართლოს სამივე ინსტანციაში საქმის განხილვას წელიწადნახევარი და ზოგჯერ მეტი დროც სჭირდება, მედიაციის შემთხვევაში ეს ვადა საშუალოდ 90 დღეა.

სასამართლო მედიაციის შესახებ ჩანაწერი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2011 წელიდან ჩნდება. ამავე კოდექსის 1873 მუხლი სავალდებულო მედიაციას საოჯახო (გარდა შვილად აყვანისა და მშობელთა უფლებებთან დაკავშირებული საქმეებისა), სამემკვიდრეო და სამეზობლო დავებზე აწესებს. მსგავსი ტიპის დავები სასამართლომ მედიაციაში შესაძლოა, მხარეებთან შეთანხმების გარეშე გაგზავნოს. თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მედიაციის ცენტრს ნებისმიერი კატეგორიის სამოქალაქო დავა გადაეცეს. აქვე საგულისხმოა, რომ მედიაცია სისხლის სამართლებრივ საქმეებზეც მუშაობს, როცა საქმე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა