მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ  „ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კომპანია „ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული მენაშენეები საპროტესო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოლოდინი დაუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების ახალ-ახალ ინვესტორზე გადაცემის შესახებ, გაუსაძლისია.

ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ, „ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდეთ.

„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან გვინდა შეხვედრა. გუშინ ღამით აქ გავათენეთ და აქციების შეწყვეტას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ უკიდურესაც გაუსაძლისია უკვე ჩვენი მოლოდინი, რომ მშენებლობას ახალი ინვესტორი დაასრულებს. არ ვიცით, ახალი ინვესტორი შემოდის თუ არა, ოფიციალური დოკუმენტაცია ჩვენ არ გაგვაჩნია და სახელმწიფო ბრალდება ურიგდება თვითონ თაღლითებს, რომ საპროცესი გარიგება შედგეს, მაგრამ ჩვენს ამის სასტიკად წინააღმდეგები ვართ”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტ ჯგუფის” საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ ოთხ-ოთხ წლიანი პატიმრობა შეუფარდათ. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს