სახალხო დამცველი გლდანის #8-ე დაწესებულებაში მირზა სუბელიანს ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ წუთებში გლდანის #8-ე დაწესებულებაში ბრალდებულ მირზა სუბელიანს ხვდება.

დაწესებულებაში შესვლამდე ნინო ლომჯარიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. სავარაუდოდ, სახალხო დამცველის ციხეში შესვლა მირზა სუბელიანის სუიციდის მცდელობის ფაქტს და ფარულ ჩანაწერებს უკავშირდება.

საპატიმროში მირზა სუბელიანის დაკითხვის მიზნით დღეს გამომძიებლები და პროკურატურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა სუბელიანის ფსიქიკური მდგომარეობის გამო ის არ დაიკითხა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის გამოკითხვა პროკურორებს მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების გამო სურდათ. კერძოდ, იძულების, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საქმის გამოძიების ფარგლებში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება