დიმიტრი ლორთქიფანიძე - ჩათვალეთ, რომ მირზა სუბელიანთან დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე შევიდა

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, ბრალდებულ მირზა სუბელიანის საკანში დავით ცუხიშვილის მოხვედრის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, რომელიც მეშვიდე მოწვევის პარლამენტში პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფის წევრი იყო.

„თუკი პარლამენტის წევრს შეუძლია საკანში შევიდეს, როცა პარლამენტის თავმჯდომარისგან მისი უფლებამოსილება დელეგირებულია, სხვა ვინმე მოკვდავს, გარდა პროკურორისა, გამომძიებლისა და სახალხო დამცველისა, საკანში შესვლის უფლება არა აქვს, რადგან მთელი სასაკნე პერიმეტრი განსაკუთრებული საიდუმლო რეჟიმის სივრცეს ექვემდებარება. ამიტომ, არავის არა აქვს უფლება იქ შევიდეს და საკანში დაუჯდეს პირს, რომელიც წინასწარი გამოძიების სტადიაზე იმყოფება. ისმება კითხვა, ვინ არის დავით ცუხიშვილი და რა მიზნით აღმოჩნა ის საკანში მირზა სუბელიანთან და აქედან გამომდინარე, დაირღვა თუ არა კანონი“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძე იმასაც ხაზგასმით ამბობს, რომ პარლამენტის ის დეპუტატი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი არ არის და ციხეში პატიმართან პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედის, ამით პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატზე საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს.

„ჩათვალეთ, რომ მირზა სუბელიანთან დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კი არ შევიდა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე შევიდა, რადგან რეგლამენტის 18-ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით, პარლამენტის ორი კომიტეტის წევრების გარდა, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება და მას ასევე აქვს ექსკლუზიური უფლება, ამით პარლამენტის სხვა წევრი აღჭურვოს ანუ პარლამენტის თავმჯდომარე აპირებდა შესვლას, რაც ვერ შეძლო და ეს ვიქტორ ჯაფარიძეს დაავალა. რეგლამენტის 18-ე მუხლის მერვე პუნქტი ზუსტად ამას ნიშნავს“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დიმიტრი ლორთქიფანიძე - ჩათვალეთ, რომ მირზა სუბელიანთან დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე შევიდა

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, ბრალდებულ მირზა სუბელიანის საკანში დავით ცუხიშვილის მოხვედრის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, რომელიც მეშვიდე მოწვევის პარლამენტში პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფის წევრი იყო.

„თუკი პარლამენტის წევრს შეუძლია საკანში შევიდეს, როცა პარლამენტის თავმჯდომარისგან მისი უფლებამოსილება დელეგირებულია, სხვა ვინმე მოკვდავს, გარდა პროკურორისა, გამომძიებლისა და სახალხო დამცველისა, საკანში შესვლის უფლება არა აქვს, რადგან მთელი სასაკნე პერიმეტრი განსაკუთრებული საიდუმლო რეჟიმის სივრცეს ექვემდებარება. ამიტომ, არავის არა აქვს უფლება იქ შევიდეს და საკანში დაუჯდეს პირს, რომელიც წინასწარი გამოძიების სტადიაზე იმყოფება. ისმება კითხვა, ვინ არის დავით ცუხიშვილი და რა მიზნით აღმოჩნა ის საკანში მირზა სუბელიანთან და აქედან გამომდინარე, დაირღვა თუ არა კანონი“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძე იმასაც ხაზგასმით ამბობს, რომ პარლამენტის ის დეპუტატი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი არ არის და ციხეში პატიმართან პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედის, ამით პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატზე საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს.

„ჩათვალეთ, რომ მირზა სუბელიანთან დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კი არ შევიდა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე შევიდა, რადგან რეგლამენტის 18-ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით, პარლამენტის ორი კომიტეტის წევრების გარდა, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება და მას ასევე აქვს ექსკლუზიური უფლება, ამით პარლამენტის სხვა წევრი აღჭურვოს ანუ პარლამენტის თავმჯდომარე აპირებდა შესვლას, რაც ვერ შეძლო და ეს ვიქტორ ჯაფარიძეს დაავალა. რეგლამენტის 18-ე მუხლის მერვე პუნქტი ზუსტად ამას ნიშნავს“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია