ანონსი 19 ოქტომბერი

ანონსი  19 ოქტომბერი

19 ოქტომბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „მედეა: ქალურობა, დედობა, სიყვარული და მრისხანება" გაიხსნება. კონფერენციის გახსნას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი თამარ გაგოშიძე, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი ხათუნა ივანიშვილი, ქართველი და უცხოელი ფსიქოანალიტიკოსები დაესწრებიან.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

19 ოქტომბერს, 09:30 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინესი საჯარო ლექციას წაიკითხავს. მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრი უმანგ რავატი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

თემა: „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა და პერსპექტივები“.

19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლას ეწვევიან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინაროებას გაეცნობიან.

საკონტაქტო პირი ანიტა თვაური - 591 111 150

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ომეგა ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის.: ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის ქ. #16-17 („ომეგა ჯგუფის“ სათაო ოფისი)

19 ოქტომბერს 11:00 საათზე, ევრაზიული კავშირის ბიზნეს ფორუმის გახსნასთან დაკავშირებით სასტუმრო old tbilis-თან გაიმართება აქცია-პერფომანსი.

მის: ქეთევან წამებულის 27;

საკონტაქტო პირი ანა ჭარხალაშვილი: 592 01 62 86

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მწერალ მერაბ შათირიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.

მის.: წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმის“ საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" გაასაჯაროვებს სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, სახელწოდებით: "ვის ირჩევს სტუდენტობა პრეზიდენტად".

მის.: ვახტანგ ორბელიანის ქ. #10

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომელთა გათავისუფლება და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სარჩელი საქალაქო სასამართლოში.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

19 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მირიან წიკლაური “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მარიხუანას მოხმარება სკოლებში.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „პრაიმ ტაიმის“ პერესკლუბში შაურიძის საქმის ადვოკატი ემზარ საბანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ - სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოაქვეყნებს.

მის.: ლადო გუდიაშვილის ქ. #7

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აბაშის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გაიმართება.

მის.: უჩა კაჭარავას #6

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ნელი კორკოტაძისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მარინე არაბიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად ბენზინგასამართ სადგურებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმებენ; ჰაერის დაბინძურება საწვავის გამო; ჰაერის ხარისხი საქართველოში.

მის.: წერეთლის გამზ. № 99, პირველი სართული, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება. თემა: ოცნების მხარდამჭერთა უარი სალომე ზურაბიშვილს.

საკონტაქტო პირი ნათია გუგუნავა - 577151514

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. შუალედურ ანგარიშს ადგილობრივი სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ცესკოსთან არსებული სამუშაო ჯგუფებისა და მედიის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გააცნობს.

მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შენობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

მის.: მარშალ გელოვანის გამზ. #6

19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში ტელეკომპანია „იბერიის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის პრესკონფერენცია გაიმართება.

19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გორში პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

მის.: გორი, მშვიდობის ქ. #12 ა, კომბინატის კულტურის ცენტრი

19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს“.

მის.: თბილისი, კახიძის ქ. #15

19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სენაკის მოსახლეობას შეხვდება.

მის.: წმინდა ნინოს ქ. #2/4, სასტუმრო "ვერსალი"

19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე, ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყებისა და ფიცის მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

მედიის წარმომადგენლები თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზასთან უნდა მივიდნენ 13:30 საათზე.

19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პედიატრიულ პრივატ კლინიკაში ბავშთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი გაიხსნება. ახალი განყოფილება ნეონატოლოგიური და პედიატრიული ასაკის კონტიგენტზეა გათვლილი.

გახსნას დაესწრება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

მის: თემქა, XI მ/რ; კვ I;

საკონტაქტო პირი თამარ ყიფიანი: 599 146 941.

19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პროკურატურასთან ,,მამები სიმართლისთვის" აქცია პერფორმანსს ,,ნუ გვაბოლებთ" გამართავს.

მის.: ორთაჭალა, გორგასლის ქ. #24

საკონტაქტო ტელ.: 591051601

19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ.

მის: არაყიშვილის ქ. #3, IV სართული.

19 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ფოთს ეწვევა.

მის.: 9 აპრილის ქ. #11, სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში სტარტს ჰაკათონი ,,ჰაკატური“ აიღებს.

მის.:ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

19 ოქტომბერს, 18: 00 საათზე წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა თბილისის ღია უნივერსიტეტში სამედიცინო კონფერენციას გამართავს. კონფერენციაზე მოხდება ავსტრიული გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებთან.

საკონტაქტო პირი: სალომე გოგიშვილი 577535553

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საგანებო განხადებას გააკეთებს.

მისამართი: პეკინის 28, ფონდ "იავნანას" ოფისი.