ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2 ახალი წევრი ჰყავს

ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი ახალი წევრი - გერლოფ დე კორტე და სეით დევდარიანი შეემატა. ორივე მათგანს საერთაშორისო საბანკო და საფინანსო სფეროებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გერლოფ დე კორტესა და სეით დევდარიანის პროფესიონალიზმი და წამყვან დასავლურ ორგანიზაციებში მუშაობის სტანდარტები ტერაბანკის ბიზნესპროცესებს სხვადასხვა მიმართულებით გააუმჯობესებს. კერძოდ, ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება რისკების მართვა და გააქტიურდება უცხოური ბაზრებიდან ფინანსების მოზიდვის მიმართულებით საქმიანობა. ამავდროულად, ეს ცვლილება საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

გერლოფ დე კორტეს საერთაშორისო საბანკო და საფინანსო სფეროებში მენეჯერულ და საკონსულტაციო პოზიციებზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ტერაბანკში საქმიანობის დაწყებამდე იგი ჰოლანდიაში, ინვესტიციების მართვის კომპანიაში, ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და ბიზნესსაწარმოების ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებებზე მუშაობდა. სხვადასხვა დროს მას წამყვანი პოზიცია აშშ-ს ფინანსური სერვისების კომპანიაში ეკავა და ბიზნესპროცესებისა და ტექნოლოგიების სტანდარტიზაციის საკითხებში გლობალური მრჩეველი იყო.

აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ აზიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მართვის 15-წლიანი გამოცდილება აქვს სეით დევდარიანსაც. ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობამდე მისი საქმიანობა უკავშირდებოდა საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების განვითარებას კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე, საბანკო და ფინანსურ ინსტიტუტებში რისკების მართვის სრულყოფას.

ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს