2020 წელს თბილისში ახალი სასტუმრო „რედისონ რედი ძველი თბილისი“ გაიხსნება

კომპანია „პლაზა ჯგუფი“ საერთაშორისო კომპანია „რედისონის სასტუმროების ჯგუფთან“ პარტნიორობის ფარგლებში მაღალი კლასისა და თანამედროვე დიზაინის სასტუმრო „რედისონ რედ ძველი თბილისის“ (“Radisson RED Tbilisi Old Town ”) მშენებლობის პროექტს იწყებს.

გამორჩეული დიზიანისა და კონცეფციის სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ, ტურისტულ და ისტორიულ უბანში 2020 წლის ბოლოდან შეძლებს სტუმრების მიღებას. პროექტის უნიკალურობას არსებული შენობა და ადგილმდებარეობაც განაპირობებს, 100-ნომრიანი სასტუმრო დ. აღმაშენებლის გამზირზე ფოსტის ცნობილ, ძველი შენობაში განთავსდება.

„მოხარულნი ვართ, წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან, „რედისონის სასტუმროების ჯგუფთან“ პარტნიორობით. „რედისონ რედი ძველი თბილისი“ - ეს არის პროექტი, რომელიც ძველ თბილისში, განახლებულ აღმაშენებელის გამზირზე განთავსებულ ისტორიულ შენობას ახალ სიცოცხლეს შესძენს. შენარჩუნდება შენობის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ექსტერიერისა და ინტერიერის არქიტექტურა და მოხდება მისი თანამედროვე დიზიანის ელემენტებთან შერწყმა.

სასტუმრო დამსვენებლებს დაუვიწყარ მომსახურებას შესთავაზებს, სადაც განთავსებული იქნება ღონისძიებებისათვის განკუთვლინი გამორჩეული შიდა ეზო, სოციალიზაციისა და ბიზნეს-შეხვედრების სხვადასხვა სივრცეები, ბარ-რესტორნები და ფიტნეს კლუბი. სასტუმროში ასევე განთავსდება საქართველოს ფოსტის მუზეუმის ექსპონატები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააგენტოს წარმომადგებლობა“ - განაცხადა ვალერი მიღდისელმა, კომპანია „პლაზა ჯგუფის“ წარმომადგენელმა.

„რედისონის სასტუმროების ჯგუფი“ არის მსოფლიოს ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების რვა გამორჩეულ ბრენდს და წარმოდგენილია 1,400-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯგუფის პორტფელი მოიცავს შემდეგ ბრენდებს: „Radisson Collection“, „Radisson Blu“, „„Radisson RED“, „Radisson“, „Park Inn“, „Country Inn&Suites“ და „Prizeotel“.

„რედისონ რედი“ მაღალი კლასის, გამორჩეული მომსახურეობისა და დიზიანის ახალი ბრენდია და ყველა ქალაქში ძირითადად აქტიურ, ურბანულ ადგილებშია განთავსებული. თავისუფალი და არაორდინარული ინტერიერი, გამორჩეული სოციალური სივრცეები და მოქნილი სერვისი განასხვავებს მას სხვა ტრადიციული სასტუმროებისგან.

(R)

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს