თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ისრაელის დელეგაცია ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ისრაელის დელეგაცია ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თელავივის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, ისრაელის ბავშვთა ქირურგიული სამსახურის მთავარი ექსპერტი, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი; ჰაიფას სამედიცინო (რამბამ) ცენტრი, ბავშვთა ქირურგიის და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რან შტეინბერგი; მინი ინვაზიური (ლაპარასკოპიული) ქირურგიული სამსახურის უფროსი, პროფესორი არკადი ვაჩიანი; ინტენსიური თერაპიის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯოსეფ ბენარი; ახალშობილთა ინტენსიური სამსახურის უფროსი, პროფესორი ამირ ჰადაში და ანესთეზიოლოგიური სამხახურის უფროსი ამით ლეჰავი.

როგორც სამედიცინო უნივერსიტეტში აცხადებენ, პროფესორების ვიზიტის მიზანია სტუდენტთა, რეზიდენტთა, აკადემიური პერსონალის და კლინიკის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება; ურთიერთგამოცდილების გაზიარება, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის დიაგნოსტიკის და მკურნალობის დონეს და ხელს შეუწყობს მათ მიახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალექციო კურსის ჩატარება. კერძოდ, შემდეგ საკითხებზე: „შოკი“ - პროფ. ჯოსეფ ბენარი;

,,ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია (ECMO)“ - პროფ. ამირ ჰადაში.

„თავის ტრავმები/დაზიანებები“ - პროფ. ამირ ჰადაში

„რესპირატორული უკმარისობა”- პროფ. ჯოსეფ ბენარი

„ახალი ჰორიზონტები პედიატრიულ ქირურგიაში: ნაყოფის ოპერაცია და რობოტული ქირურგია“- პროფ. რან შტეინბერგი

„ღვიძლის ტრანსპლანტაცია“ - პროფ. რან შტეინბერგი

„ამასთან, დაგეგმილია ურთულესი ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის ზოგიერთი უკვე ჩატარებულია მათ მიერ და საჭიროებს შემდგომ ეტაპს - რეოპერაციას: თანდაყოლილი ანორექტალური მალფორმაციები;

დიაფრაგმის თიაქარი; გასტროეზოფაგალური რეფლუქსი. ვიზიტისას ასევე ჩატარდება პაციენტთა კონსულტაციები“, – განმარტავენ სამედიცინო უნივერსიტეტში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი