გორის მუნიციპალიტეტში ძალოსნობის პირველი დარბაზი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ძალოსნობის პირველი დარბაზი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ზერტში ძალოსნობის დარბაზის გასხნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ეუფე ანდრია, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

გარდა ზერტისა, სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის დარბაზში, ვარჯიშის საშუალება მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც ექნებათ.

დარბაზი, რომელიც გორის მერიის დაფინანსებით აშენდა, ინვენტარით ძალოსნობის ფედერაციამ უზრუნველყო. ობიექტის მოვლა-პატრონობას გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს განახორციელებს.

„ვფიქრობთ, რომ გორს მალე ეყოლება წარმატებული სპორტსმენები სპორტის აღნიშნულ სახეობაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია,“ - აცხადებენ გორის მერიის სპორტის განყოფილებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო