რომან გოცირიძე - ფილმში  „მიმინო“ ერთი კაცი ამბობს: „შენ არცხვენ რესპუბლიკას საერთაშორისო დონეზე“, წულუკიანი „არცხვენს რესპუბლიკას“ უცხოეთში ყოველ გასვლაზე

იუსტიციის მინისტრის მიერ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე არასამთავრობო სექტორის კრიტიკა იმაზე მეტყველებს, რომ თეა წულუკიანს წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, რომ ქვეყნის სახელით ლაპარაკობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, თეა წულუკიანის განცხადებები ადასტურებს, რომ ხელისუფლებას სურს ჩამოიშოროს ყველა, პირველ რიგში თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათი არასწორი ქმედებების და დანაშაულის შესახებ სიმართლეს ამბობენ.

გოცირიძის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ იუსტიციის მინისტრის სამიზნე ყოველთვის მედია და არასამთავრობო სექტორია.

„არის ზოგიერთი ფილმი, რომელშიც თითქმის ყველა ფრაზა კლასიკად იქცევა ხოლმე, ერთ-ერთი ასეთი ფილმია ოთარ დანელიას „მიმინო“. გახსოვთ, როგორ ამბობს ერთი კაცი: „შენ არცხვენ რესპუბლიკას საერთაშორისო დონეზე“. ქალბატონი თეა „არცხვენს რესპუბლიკას“ უცხოეთში ყოველ გასვლაზე. მის მიერ არასამთავრობო სექტორის კრიტიკა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე იმაზე მეტყველებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რომ ქვეყნის სახელით ლაპარაკობს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება