ბიძინა ივანიშვილი - გპირდებით, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში  ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა

მე დავბრუნდი პოლიტიკაში, სამწუხაროდ, და მოვახერხებ, რომ ეს ვერტიკალი გუნდში გავამყარო. გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საზოგადოებაში არსებობს ისეთი განცდა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს. როგორც მან აღნიშნა, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. „ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ჩვენ საზოგადოებაში ყველას თავის სახელი ერქმევა, ყველას თავისი ადგილი ექნება და „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს, ასეთ სიცრუეში და ასეთ სტრესებში აცხოვროს საზოგადოება. ის, რაც გააკეთეს 9 წლის მმართველობის დროს დღესაც ცდილობენ ისევ ძალადობითა და სიცრუით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება. აი, მე ვპირდები საზოგადოებას, პირველ რიგში, იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტით მივაღწიე წარმატებას. მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს. სწორედ ამიტომ შემოვბრუნდი, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი მიეცემა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც, მისივე თქმით, "ბიზნესს ტყავს აძრობდნენ“. „დღეს ისეთი გრძნობა და შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს. დღეს ოქუაშვილი, რომელიც ბიუჯეტს ფულს, 50 მილიონს არ უხდის, ის უტევს სახელმწიფოს და შევახსენებ მათი მმართველობის დროს, მაშინ, როდესაც გელაშვილი კინაღამ მოკლეს ცემით, რაღაც რომ არ დაუთმო სააკაშვილს, მთელი ბიზნესის ზეწოლა და მანიპულირება მიდიოდა. დღეს უნდათ დახატონ სიტუაცია, რომ სახელმწიფო რეკეტი ივანიშვილის მეთაურობით არსებობს და ოქუაშვილისგან ფულს იღებს. ეს არავითარი ფაქტით არ საბუთდება და ვერ დასაბუთდება, რასაც ადგილი არ ჰქონია. ეს ხალხი ამას დღესაც ახერხებს, 9 წლის განმავლობაში ბიზნესს ტყავს აძრობდნენ, მთავარი პროკურორი მოლარე გახლდათ. სამწუხაროდ, კიდევ მიწევს ამის შეხსენება. ასეთ რეალობაში ვცხოვრობდით და დღეს ეს ხალხი კითხვებს სვამს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო