ბიძინა ივანიშვილი - ქვეყანაში სიღარიბის მატება გამოიწვია რიგ ფაქტორებზე ხელისუფლების რეაქციის დაგვიანებამ

კითხვა, რომ მხოლოდ მე ვწყვეტ ყველაფერს და დღევანდელ პრემიერსაც შემიძლია მივუთითო, ძალიან უხეშად არის დასმული. არ ვიმსახურებთ არც დღევანდელი პრემიერი და არც მე ჩემი ქცევებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

კერძოდ, კითხვა შეეხებოდა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ კვლევას, რომელიც ქვეყანაში სიღარიბის შესახებ ჩატარდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქვეყანაში სიღარიბის მატება გამოიწვია რიგ ფაქტორებზე ხელისუფლების რეაქციის დაგვიანებამ. ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა.

„იუნისეფის“ კვლევას მე რა თქმა უნდა ვენდობი, ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილში, გარკვეულ ფენაში, რომელიც საშუალოზე დაბალ ფენას წარმოადგენს (საშუალო ფენაც ჩვენთან ჯანსაღად ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ ვთქვათ არა შედარებით მდიდარ ნაწილში), შედარებით ღარიბ ნაწილში მოხდა ის, რომ რეგულაციების დაგვიანების მიზეზით ისინი იღებდნენ კრედიტს, რომელსაც ვეღარ ემსახურებოდნენ და სახელმწიფომ აქ თავისი როლი დროულად ვერ შეასრულა. ამისთვის დაისაჯა პრემიერ-მინისტრი, წავიდა თანამდებობიდან.

სამი შემადგენლით იყო განპირობებული ის რაც მოხდა - გაღარიბება მოსახლეობის ამ ნაწილის. ერთ-ერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ის, რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, ვსაუბრობ ჭარბვალიანობაზე. ერთ-ერთი მიზეზი იყო დევალვაციაც და არა ინფლაცია, ასევე აქციზების ზრდაც, რაც გამოიწვია მოგების გადასახადის გაუქმებამ. „იუნისეფის“ კვლევებზე ჩვენ გავაკეთეთ მკვეთრი რეაქცია და ეს საკმარისია. ვისაც აინტერესებს დაწვრილებით, მთელი ინტერვიუ მივუძღვენი მე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

რეაქცია იმაზე, რომ დააგვიანა კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა რეგლამენტაცია, რაზეც მათ პასუხი ჰქონდათ, რომ საჭირო არ იყო დღესაც და შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მე განსხვავებული პოზიცია დავუსაბუთე მას და ამის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება. არც თუ ისე დიდი დანაშაული ჩაუდენია მას.

რაც შეეხება კითხვას, რომ მხოლოდ მე ვწყვეტ ყველაფერს და დღევანდელ პრემიერსაც შემძლია მივუთითო, ძალიან უხეშად სვამთ ამ კითხვებს. არ იმსახურებს არც დღევანდელი პრემიერი და არც მე ჩემი ქცევებით, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა ქალბატონო დიანა.

კვირიკაშვილთან რაც მოხდა საჯაროდ გამოვიტანე“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია