ბიძინა ივანიშვილი - დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური მთავრობა, გვყავს ძალიან ინოვაციური და კარგი პრემიერ-მინისტრი

დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური მთავრობა. გვყავს ძალიან ინოვაციური და კარგი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეკითხვა შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს და იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში მობრუნება ერთგვარად არღვევს მის პროგნოზს, თუმცა განპირობებულია იმით, რომ მას სურს „ქართული ოცნების“ მენეჯმენტი იყოს უფრო ორგანიზებული. ამავე კონტექსტში ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაური, ასევე მოქმედი მინისტრები შეაქო.

„ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება ჩემს თანამიმდევრობას არღვევს და კითხვებს აჩენს. მე ძალიან ვამაყობ იმით, თუ როგორ ვახერხებდი პროგნოზირებას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავით ხელისუფლებაში მოსულები და ვიყავით ოპოზიციაში. ჩემ პირველ და მეორე განცხადებაში ჯერ კიდევ დავგეგმე პოლიტიკური მომავალი, თუ როგორ მოვიდოდით, როგორ დავამარცხებდით და როგორ წავიდოდი სამოქალაქო საზოგადოებაში. სამწუხაროდ, მომიწია თანამიმდევრობის დარღვევა და ჩემი პროგნოზი ვერ გამართლდა. მუდამ ვამტკიცებდი, რომ პოლიტიკა საჩემო არ იყო და არ მიყვარდა, მაგრამ მე მოვედი ჩემი სამშობლოს სიყვარულით, იმიტომ რომ ჩემს ხალხს უჭირდა და არ ჩანდა სხვა ძალა, ვინც ამ მოძალადეებს მოერეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

ჩემ მობრუნებას წინ უძღოდა ის, რომ გაჩნდა ისევ ხიფათი გუნდში დაშლის, რაც მე წინაზე განვაცხადე და ეფექტური მმართველობის, მაგრამ ეს იყო ერთი ნაწილი. შეიძლება მეორე ნაწილი ჩემი პოლიტიკაში მოსვლის იყოს ის, რომ მე მაქვს რესურსი და გამოცდილება იმისა, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესო ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ მენეჯმენტი, უფრო ორგანიზებული და მიზანმიმართული გავხადო ის ჩემი გამოცდილების საფუძველზე და ტემპები უნდა გაიზარდოს.

მე ვფიქრობ, რომ მთავრობაში ცვლილებები უკვე მოხდა და დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური მთავრობა. გვყავს ძალიან ინოვაციური და კარგი პრემიერ-მინისტრი, ღირსეული, ასევე ღირსეული მინისტრები არიან სხვა დანარჩენი. პარლამენტშიც მაქსიმალურ მობილიზაციას გავაკეთებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო