ქუთაისის მერია მდინარე ოღასკურას ფსკერის ბეტონით მოპირკეთებაზე - მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და მოსახლეობა არ დაიტბორება

ქუთაისის მერიაში მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის შესახებ განმარტება გააკეთეს. მერიის განმარტებით, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას.

„შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან, მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება, რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე. მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს ტბორავდა და მოსახლეობას აზარალებდა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი, რათა აღნიშნული პრობლემა ქალაქში საბოლოოდ მოგვარდეს. სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა“, - აცხადებენ მერიაში.

იხილეთ ვიდეო: კადრები ქუთაისიდან, სადაც მდინარე მოაბეტონეს

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება