ქუთაისში არსებულ სკვერებში დეკორატიული განათებები მოეწყო

ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისის“ მიერ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ სკვერებში მწავანე და ლურჯი ფერის დეკორატიული განათებები მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, იაკობ ნიკოლაძის სკვერში არსებული ძველი სანათები დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული იყო, რომლებიც თანამედროვე ე.წ. LED ტიპის სანათებით ჩანაცვლდა. დეკორატიული განათება დამონტაჟდა მერაბ კოსტავას, ვასილ კიკვიძის, რუსთაველისა და ფალიაშილის ქუჩების კვეთაზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან არსებულ სკვერებში. აღნიშნულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტიპის განათებები პირველად მოეწყო.

ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა“ ღამის განათება უკვე 9 სკვერში აღადგინა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს