მარნეულელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო  ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მარნეულის სპორტული სკოლის წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი ფალიანსა და გიორგი ქიმაძეს საერთაშორისო ასპარეზობებში მიღწეული წარმატებები მიულოცეს და მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

გიორგი ფალიანმა წარმატებით იასპარეზა ანტალიაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში და საქართველოში მესამე ადგილით დაბრუნდა. ხოლო გიორგი ქიმაძემ, ქალაქ თბილისში გამართულ კიკ ბოქსის (K-1) საერთაშორისო ტურნირში დაამარცხა ირანელი მეტოქე და შავი ქამრის მფლობელი გახდა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში ქართველმა სპორტსმენებმა 77 მედალი, მათ შორის 39 ოქრო მოიპოვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ა(ა)იპ მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენლები, მწვრთნელები და მერიის თანამშრომლები.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება