თელავმა ავსტრიის დელეგაციას უმასპინძლა

თელავში ავსტრიის შტირიის მხარის ქალაქ გრაცის დელეგაცია სტუმრად იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ვიზიტი ეძღვნება თელავის მეცხრე საჯარო სკოლისა და ქალაქ გრაცის მეგობრობის 20 წლის იუბილეს. დელეგაციას ხელმძღვანელობენ შტირიის მხარის ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი პატრიკ შნაბელი და მისი მოადგილე ევა ზობერი.

ღონისძიების ფარგლებში დელეგაციასთან შეხვედრა გამართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი, თელავის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორი ნანა თვალიაშვილი და მისი მოადგილე თინათინ ჯავახიშვილი. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა 20 წლის იუბილე, სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ინფორმაცია მიაწოდა თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული თუ ტურისტული პოტენციალის შესახებ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თელავსა და შტირიის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, არსებულ პროგრამებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება