ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ადგილობრივ მთავრობას ე.წ. ოცნების ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას თხოვენ. მათი თქმით, 800 -მდე ბავშვს მოუწესრიგებელი გზის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადაადგილება უჭირთ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ არ არის ქუჩის განათება, ანტისანიტარიაა, რაც ჯანმრთელობის პრობლემას უქმნით.

„არ გვაქვს წყალი, გზა, დენი და მოუწესრიგებელია სრულიად ინფრასტრუქტურა. ჩვენ პატრონი არ გვყავს. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. მოვითხოვთ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება და ინფრასტრუქტურა მოგვიწესრიგოს. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც ვერ მოდის“, - განაცხადა ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებმა მარინა ბერიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება