ინფორმირებული წყაროს ცნობით, ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა

ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ქუთაისელმა განუცხადა, რომელიც მომხდარის შესახებ არის ინფორმირებული. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში ქალბატონმა დარეკა, რომლის სიძეც ვარშავაში მიფრინავდა. "სიდედრმა დარეკა აეროპორტში და იკითხა, გაფრინდა თუ არა უკვე ქუთაისი-ვარშავის რეისი. როდესაც ოპერატორისგან პასუხად დასტური მიიღო, ქალბატონმა მას უთხრა - ახლა მიყურეთ როგორ აგწიოთ ჰაერშიო...", - აღნიშნა ინფორმირებულმა წყარომ. ოფიციალური ინფორმაციით კი, ზარის ავტორი დადგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. დეტალებს გაერთიანებაში არ აკონკრეტებენ. შეგახსენებთ, რომ "საქართველოს აეოპორტების გაერთიანების" განცხადებით, 25 ოქტომბერს "ვიზეარის" რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავის მიმართულებით იძლებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისის აეროპორტში ბომბის შესახებ სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა დარეკა

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება