კომპანია Borusan Cat საქართველოს ბაზარს ახალი თაობის ექსკავატორებს წარუდგენს

Caterpillar-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - კომპანია Borusan Cat ახალი თაობის ექსკავატორებს წარუდგენს ქართველ მომხმარებლებს. დახურული ღონისძიება დაგეგმილია კომპანიის სათაო ოფისში მისამართზე თბილისი, კახეთის გზატკეცილი N118.
ღონისძიება, რომელიც გაიმართება 27 ოქტომბერს, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ თეორიული ცოდნა ახალი ტექნიკის შესახებ და დემო პრეზენტაციის ფარგლებში გაეცნონ ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს. Caterpillar-ის პრიორიტეტი მუდამ ერთია - ხარისხი და საიმედოობა. ახალი მოდელების შექმნის დროს კომპანია ორიენტირებულია ოპერატორის უსაფრთხოებასა და კომფორტზე. სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით არის შექმნილი Cat-ის ახალი თაობის ექსკავატორები 320 GC, 320 და 323.
კომპანია Borusan Cat მომხმარებელს სთავაზობს Cat-ის საგზაო-სამშენებლო ტექნიკას, დიზელისა და გაზის გენერატორებს, ავტორიზებულ სერვისს და სათადარიგო ნაწილებს. 2013 წელს კომპანიამ განახორციელა ხუთი მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში და ააშენა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვის ცენტრი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი N118. იგი განთავსებულია 5000 კვ.მ. ფართობზე, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, საწყობის ფართს და სერვის ცენტრს.
(R)

























