მოკლული გოგონას ბებია - ბავშვი ბუჩქებში ჩაუგდია, პარკში ყოფილა გახვეული

გორში მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახის წევრებს მომხდარის მოტივზე საუბარი ამ დრომდე უჭირთ.

როგორც გარდაცვლილის ბებიამ, თინა ბეჟიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვს სხეულის რამდენიმე ადგილას დაზიანებები აღენიშნება.

"გოგონა ჩემი შვილთაშვილია. ბავშვს თავი აქვს გატეხილიო, მითხრეს. დაკავებული პირი გორელია, თუმცა ვინ არის არ ვიცი. ვერსიებზე ვერ ვსაუბრობთ, რისთვის მოგვიკლეს ბავშვი, არ ვიცით. ცეკვაზე მიდიოდა და გზიდან დაიკარგა. მერე სადღაც ბუჩქებში ჩაუგდია, ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრულიო. პარკში ყოფილა გახვეული", - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს