გრიგოლ ვაშაძე – საერთაშორისო დამკვირვებლებმა ობიექტური ინფორმაცია უნდა მიიღონ, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რამდენად არათანაბარი იყო პირობები და დაფინანსება

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ობიექტური ინფორმაცია უნდა მიიღონ იმაზე, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რამდენად არათანაბარი იყო პირობები, რამდენად არათანაბარი იყო დაფინანსება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძის თქმით, მან სადამკვირვებლო დელეგაციებს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიზნესისა და მოქალაქეების დაშინებაზე.

„ჩვენი მოკავშირეების მიერ გამოგზავნილია საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები, ადამიანები ვინც უნდა უზრუნველყონ ის, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად პატიოსნად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ეს ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია მიიღოს იმაზე, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რამდენად არათანაბარი იყო პირობები, რამდენად არათანაბარი იყო დაფინანსება, როგორ არის ბიზნესი დაშინებული, რომ მხარი არ დაუჭიროს გაერთიანებულ ოპოზიციას, როგორ არიან მოქალაქეები დაშინებული, რომ თავისი აზრი არ გამოხატონ და რაც ყველაზე მთავარია, რამდენი ხანია გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოდან ითხოვს ამომრჩევლების სიას. ამაზე დიდი აბსურდი მე არ გამიგია. ცესკო უარს ეუბნება 11 პოლიტიკურ პარტიას, რომ მისცეს ამომრჩევლების სია. ეს არის ე.წ. „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის საოცარი დემოკრატია, რომელიც ყვავის, იფურჩქნება და რომელშიც სამწუხაროდ, გვიწევს ცხოვრება,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატები ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და PASSE-ს დამკვირვებლებს დახურულ ფორმატში ინდივიდუალურად ხვდებიან.

იხილეთ ვიდეო: გრიგოლ ვაშაძე – საერთაშორისო დამკვირვებლებმა ობიექტური ინფორმაცია უნდა მიიღონ, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის