საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილი - არჩევნებზე ვიყავი, გამაფრთხილეს, არ დაგინახო, რომ გადახვიდეო, მაგრამ მაინც გადავედი მავთულხლართებზე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა 85 წლის დავით ვანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლო.

როგორც ვანიშვილი ამბობს, დღეს დილით მავთულხლართებს მიღმა გადმოიპარა და სოფელ ხურვალეთის საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მისივე თქმით, სიჩქარეში პირადობის მოწმობა შინ დარჩა, რის გამოც საარჩევნო უბნიდან კვლავ მავთულხლართებთან დაბრუნება მოუხდა.

„არჩევნებზე ვიყავი, გადავედი მავთულხლართებზე, ხელი გავიჭერი. თან პასპორტი დამრჩა. მოვბრუნდი, ცოლმა მომაწოდა... გამაფრთხილეს {საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა}, არ დაგინახო, რომ გადახვიდეო, მაინც გადავედი, ჩემიანები არიან", - განუცხადა ვანიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

იხილეთ ვიდეო: "არჩევნებზე ვიყავი, გამაფრთხილეს, არ დაგინახო, რომ გადახვიდეო, მაგრამ მაინც გადავედი მავთულხლართებზე" - საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს