„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 52,3 % მიიღო, მეორე ადგილზე კი 28,1 %-ით გრიგოლ ვაშაძეა

"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.

ეგზიტპოლის შედეგები პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3%,

გრიგოლ ვაშაძე - 28.1 %

დავით ბაქრაძე - 9.2 %

ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%

შალვა ნათელაშვილი - 3.1%

ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი - 52,3 %, გრიგოლ ვაშაძე - 28,1 % - „ქართული ოცნების“ ეგზიტპოლის შედეგები და სალომე ზურაბიშვილის პირველი ემოცია

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია