მარნეულში სპექტაკლის „აირწინაღი“ პრემიერა შედგა

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით სპექტაკლის „აირწინაღი“ პრემიერა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული სპექტაკლი ადრეული ქორწინებისა და მისი უკუშედეგების შესახებ, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაიდგა.

„სპექტაკლში დასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ნაადრევი ქორწინების შედეგად არის განპირობებული.

ნების საწინააღმდეგო ქორწინება, ჩამორთმეული განათლების მიღების უფლება, შეზღუდული პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, სოციალური იზოლაცია, სიღარიბის ფემინიზაცია, გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი-პატარა გოგო მძიმე ისტორიით, რომელიც ადრეული ქორწინების მსხვერპლია - ეს თემები წამოიწია რეჟისორმა სპექტაკლში და კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს ადრეული ქორწინების მანკიერი შედეგები.

კამპანიის ფარგლებში, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ასევე გაიმართა შეხვედრა თემაზე „ადრეული ქორწინების მიზეზები და შედეგები“, კულტურის სახლის ფოიეში კი მოეწყო სტუდია „ქელას“ თემატური ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა ადრეული ქორწინების შედეგებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება