ირაკლი სესიაშვილი რომან გოცირიძეს - თქვენი 30%-იანი ეიფორია არ უნდა იყოს ცდუნება - არ დავუშვებთ არანაირ რევოლუციურ სცენარს

არ დავუშვებთ არანაირ რევოლუციურ სცენარს - თქვენი 30%-იანი ეიფორია არ უნდა იყოს ცდუნება, - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

სესიაშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობისა და რევანშისთვის ემზადება.

“28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები “ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გაიაზროს, რა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა ამას. ყველასთან უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის იმ ამომრჩეველთან, ვინც “ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილს რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ ოპოზიციას, რომელმაც არჩევნებში 63%-ზე მეტი აიღო, რევოლუცია არაფერში სჭირდება.

“ხალხს ისევ საბურავებით აფრთხობთ - თუ გააყალბებთ იქნება რევოლუცია!“ - მიმართა გოცირიძემ ირაკლი სესიაშვილს.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დებატების მთავარი თემა იყო.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს