ნიკოლაი სილაევი - იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დასასრული არ დადგეს, საჭიროა ექსტრაორდინალური ნაბიჯები

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა მეორე ტურში მათ იმ ამომრჩეველთა მხარდაჭერის იმედი ექნებათ, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა "რია ნოვოსტის" განუცხადა.

„აქტივობა მაღალი არ ყოფილა, ამომრჩეველთა შორის ინტერესი საკმაოდ დაბალია, ასეთ პირობებში კი უპირატესობა იმის მხარეს აღმოჩნდა, ვისაც მხარდამჭერთა ყველაზე მოტივირებული ბირთვი ჰყავს, ეს კი გრიგოლ ვაშაძეა. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო. იმ რესურსებით, რაც ამ პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აქვს, პირველ ტურში მარცხი - სერიოზული წარუმატებლობაა. მეორე ტურში, თუ „ქართული ოცნება“ არ მოდუნდება, სისულელეებს არ ჩაიდენს, არჩევნებზე მივლენ ის ამომრჩევლებიც, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო რევანშს, მოსახლეობის ეს ნაწილი ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემს“, - განაცხადა სილაევმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამ დარტყმაზე პასუხის გაცემას. „სიტუაცია ქვეყანაში სახარბიელო არაა. ასეთ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენა ნებისმიერ მმართველ პარტიას გაუჭირდებოდა. იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დასასრული არ დადგეს, საჭიროა ექსტრაორდინალური ნაბიჯები. ჩემი აზრით, უკვე შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებას“ სერიოზული პრობლემები ექნება. მე ვფიქრობ, რომ ისინი უფრო ხმამაღლა ისაუბრებენ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშზე, რაც მრავალი წლის მანძილზე მათი ერთ-ერთი მთავარი ელექტორალური თემაა“, - აღნიშნა სილაევმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში