პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ ახალ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “პროკურატურის შესახებ“ სრულიად ახალ კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს.

საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე ის არის ის, რომ მკვეთრად იმიჯნება პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებები.

მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი, როგორც იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პირი, უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის მართვას. საკონსტიტუციო ცვლილებიდან გამომდინარე კი, საქართველოს გენერალურ პროკურორს გადაეცემა იუსტიციის მინისტრის შესაბამისი უფლებამოსილებები, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის და პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრა; საშტატო ერთეულების მართვასთან დაკავშირებული საკითხები (შექმნა, გაუქმება, გადატანა, უფლებამოსილების განსაზღვრა); სისხლის სამართლის პოლიტიკის შესაბამისად მისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება; პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცება; დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ცალკეული უფლებამოსილებების დამოუკიდებლად აღსრულება (დაკავება/ექსტრადიციისთვის ინტერპოლის არხებით ძებნის გამოცხადება, სამართლებრივი დახმარებების შუამდგომლობებით მიმართვა და აღსრულება ადგილზე, სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა/უცხო ქვეყნისთვის გადაცემა, ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით უცხო სახელმწიფოსთვის მიმართვა და საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ ძებნილი პირის საექსტრადიციო პროცედურებში მონაწილეობა დასაშვებობის სტადიაზე, ქონების ჩამორთმევა/განაწილების საკითხების მართვა).

პროკურატურის სისტემაში საგანგებო - ე.წ. ad hoc პროკურორის ინსტიტუტი აღარ იარსებებს. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ad hoc პროკურორის ინსტიტუტი უქმდება.

ამავე პაკეტის გათვალისწინებით, პროკურატურის სისტემაში მუდმივმოქმედი და დროებითი სათათბირო ორგანოები შეიქმნება.

“პროკურატურის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, დროებითი სათათბირო ორგანოები საჭიროებიდან გამომდინარე, იმ საკითხების გადასაწყვეტად შეიქმნება, რომლებიც მუდმივმოქმედი ორგანოების საქმიანობის ფარგლებში არ ექცევა.

რაც შეეხება მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოებს, გენერალური პროკურორი სწორედ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე: პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსში ცვლილების თაობაზე; პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში ცვლილების თაობაზე; პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა საქმიანობის შემფასებელთა შესაფერისობის თაობაზე; პროკურორის/გამომძიებლის დისციპლინურ გადაცდომაზე (გარდა იმ ნაწილისა რომელის არ შედის გენერალური პროკურორის უფლებამოსილებაში), წახალისებაზე და დაწინაურებაზე; პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფაზე; საქმიანობის ხელშემწყობი პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრის და სრულყოფის თაობაზე; სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისა და სრულყოფის თაობაზე; სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და სრულყოფის თაობაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში