გიორგი გახარია - კანაფის კულტივაციის ინიციატივას პოლიტიკური კონტექსტი დაედო - საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციის საკანონმდებლო ინიციატივა დახურულია.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, იურიდიული თვალსაზრისით კანონპროექტს პარლამენტიდან გასაწვევი არაფერი სჭირს, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის საარჩევნო და საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის გაწვევის შესახებ.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კანაფის მოხმარების რეგულირებას ეხება და რასაც უდიდესი შედეგი ექნება როგორ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების ნაწილში. დღეს პატრიარქთან ასევე ვიმსჯელეთ კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის თემაზე. ამ საკანონმდებლო ინიციატივას პოლიტიკური კონტექსტი დაედო. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია კანონპროექტის ირგვლივ მოხდეს კონსენსუსი. ამ კონსენსუსის მიღწევა ამ ეტაპზე შეუძლებელია საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე. პარტიაში იყო შეხვედრა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. ჩვენ დავთანხდით, რომ უახლოეს პერიოდში კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს