კრიპტომატი რეგიონებში ფართოვდება

კრიპტოვალუტების მიმართ მზარდ ინტერესს მსოფლიოში საქართველოც არ ჩამორჩება. სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ინტერესდება ციფრული ფულით. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბაზარზე შემოსვლიდან 5 თვის შემდეგ, კრიპტომატი - კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია უკვე რეგიონებშიც ფართოვდება.

თბილისში წარმატებული სტარტის შემდეგ, კომპანიამ კრიპტომატები თელავში, ქუთაისსა და ბათუმშიც განათავსა. იგეგმება სხვა ქალაქების ათვისებაც.

კრიპტოვალუტების შეძენა კრიპტომატის საშუალებით შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე: თელავი - სუპერმარკეტი "ლიმბო" ქეთევან წამებულის 3, ქუთაისი - სასტუმრო "ბაგრატი 1003", ა. წერეთლის II ჩიხი, 2ა და ბათუმი (სასტუმრო "კოლიზეუმი მარინა", შერიფ ხიმშიაშვილის 16).

თბილისში კი კრიპტომატი უკვე 5 ლოკაციაზე, თბილისი მოლში, გალერია თბილისში, კაზინო აჭარაში, ისთ ფოინთსა და ჰოუმარტში არის განთავსებული.

კრიპტომატით, დღესდღეობით, 4 კრიპტოვალუტის, ბიტკოინის (BTC), ლაითკოინის(LTC), ბიტკოინ ქეშისა(BCH) და ეთერიუმის (ETH) შეძენა და განაღდება შეიძლება. იგეგმება სხვა ვალუტების დამატებაც.

კრიპტომატის გამოყენებით კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება, წამებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაინტერესებულ პირს კრიპტოვალუტის ონლაინ საფულე არ აქვს, მას კრიპტომატის საშუალებით სასურველი ვალუტის ყიდვა, აპარატის მიერ შექმნილი და დაბეჭდილი საფულით, მაინც შეუძლია.

კრიპტომატის საშუალებით ერთჯერადად მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 14 000 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა ან განაღდება შეიძლება.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება