Gazelle FINANCE Georgia თბილისში სიმსხვილით მეოთხე სადაზღვევო კომპანია, სს „არდი დაზღვევა“-ში ინვესტიციას დებს

Gazelle Finance Georgia-მ საქართველოში წამყვან დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიას, სს „არდი დაზღვევას“ შუალედური დაფინანსების ტრანშის კაპიტალი გამოუყო. სს „არდი დაზღვევა“ მზარდი კომპანიაა, რომელიც სწრაფად აფართოებს საოპერაციო საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით. „არდი დაზღვევა“ 2010 წელს დაფუძნდა და სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და ინოვაციური სადაზღვევო კომპანია საქართველოში. იგი თავის საქმიანობას აწარმოებს კორპორატიული სერვის-ცენტრების საშუალებით, მათგან ხუთი თბილისში, ხოლო დანარჩენი ხუთი კი რეგიონებშია განთავსებული. დღეს „არდი დაზღვევა“ ახალი ფილიალის გახსნას აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს რეგიონის უმსხვილეს ქალაქში - ქუთაისში. ეს ახალი ფილიალი უზრუნველყოფს არა მხოლოდ სადაზღვევო მომსახურებისა და პროდუქტების მთელი სპექტრის მიწოდებას რეგიონის მასშტაბით, არამედ ასევე ექნება შესაძლებლობა უზრუნველყოს მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები კორპორატიული კლიენტებისთვის რისკების გაუმჯობესებული მართვისთვის.

დაფუძნების შემდეგ „არდიმ“ სტაბილურ ზრდას მიაღწია შემდეგი პოლისების დაზღვევაში სამი ძირითადი საბაზრო წილის პოზიციების დაკავებით: 50,000-მდე სამედიცინო დაზღვევის პოლისი, 2,500-მდე საავტომობილო დაზღვევის პოლისი და 2,000-მდე ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი. ვინაიდან საქართველოში სადაზღვევო ბაზარი ჯერჯერობით ახალგაზრდა და განუვითარებელია და მშპ-ს მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს, ამ ბაზრის სეგმენტში ზრდის დიდი პოტენციალია. მოსალოდნელი ზრდის ფაქტორები შეიცავენ მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოტანას ყველა მოქალაქეებისათვის 2019 წლიდან დაწყებული, კერძო საპენსიო სისტემის შემოღებას და დაკავშირებულ სადაზღვევო პროდუქტებს და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის დაფარვის მხარდაჭერას.

„Gazelle Finance ძალიან მოხარულია იმით, რომ ხელს უწყობს „არდის“ გაფართოების სტრატეგიას საქართველოს დასავლეთ რეგიონში, რადგან ის უკეთ ახდენს კომპანიის პოზიციონირებას, რათა ფეხი აუწყოს სწრაფ ზრდას საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელსაც ადგილი ექნება უახლოეს წლებში, ვინაიდან მთავრობა რეგულაციებს იღებს სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯეფრი ლიბერტმა, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„არდის“ სურს განსხვავდებოდეს კონკურენტებისგან მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებული კულტურის განვითარებით. მარკეტინგისა და რეკლამის ბიუჯეტების მინიმიზაციის გზით ხდება კაპიტალის გათავისუფლება, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს ყურადღება გაამახვილოს სადაზღვევო სერვისების დროულად და ხარისხიანად მიწოდებაზე. კომპანია მიიჩნევს, რომ რეკლამის საუკეთესო ფორმა საკუთარი კლიენტების ის დადებითი შეფასებაა, როდესაც „არდი“ აკმაყოფილებს თავის ვალდებულებებს თანმიმდევრულად, სამართლიანად და დროულად.

2013 წელს იმერეთი პირველი რეგიონი იყო, სადაც ქუთაისის ფილიალის გახსნით დაიწყო არდის რეგიონული განვითარება. მას შემდეგ „არდი“ ძალიან შეიყვარა ქუთაისმა და „არდი“-მ ქუთაისი. სწოდედ ამიტომ ქუთათურებისთვის სიახლის სახით ახალი სერვის-ცენტრის შეთავაზება ორმაგად სასიხარულოა ჩვენთვის. რეგიონული ექსპანსიის მეორე ფაზა, რომელიც წელს დავიწყეთ, სწორედ ქუთაისის რენოვაციით იღებს სტარტს. სრულად აღჭურვილი და გამართული სერვის-ცენტრის საშუალებით „არდი“ უკეთესად შეძლებს ქუთაისელებისთვის თანამედროვე, მარტივი და კომფორტული სადაზღვევო სერვისების მიწოდებას. გარდა ამისა, კომპანია რეგიონის მეწარმეებს მიაწვდის მათზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს მათი ბიზნესის მეტი დაცულობისთვის.“ - განაცხადა „არდი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ.

Gazelle Finance

Gazelle Finance (http://gazellefinance.com/, https://www.facebook.com/GazelleFinance/) აშშ-ის ფონდის მენეჯერია, რომელიც მართავს საინვესტიციო ფონდ “Gazelle Fund”-ს, მათ შორის, OPIC, FMO, DGGF და საქართველოს საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო კაპიტალს. ფონდი 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს და დღესდღეობით, საქართველოსა და სომხეთშია წარმოდგენილი. Gazelle ფონდი ემსახურება ზრდის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო კომპანიებს და აწვდით მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი $100,000 -და $1 მილიონამდე ინვესტიციის ფარგლებში.

სს „არდი დაზღვევა“

დაფუძნებულია 2010 წელს და სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. სს „არდი დაზღვევა“ (https://www.ardi.ge, https://www.facebook.com/ardigroup/) მოზიდული პრემიის მიხედვით მეოთხე სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში არსებული 16 სადაზღვევო კომპანიიდან. „არდი“-ს კარგად დივერსიფიცირებული კლიენტების ბაზა აქვს, რაც ფინანსური სტაბილურობისა და მომგებიანობის ძლიერი საფუძველია. „არდი“ ასევე ამაყობს იმით, რომ დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც არ ეკუთვნის საქართველოს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტს, ბაზრის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, რაც იმას მეტყველებს, რომ კომპანიამ შეძლო დინამიურად ზრდა მხოლოდ თავისი შიდა რესურსებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა