კომპანია ლისი დეველოპმენტი უკრაინის ბაზარზე შევიდა

კომპანიის პრეზენტაცია კიევში, სასტუმრო ჰილტონში გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს კომპანიის პროექტები და 8 წლიანი ისტორია გააცნეს.

ლისი დეველოპმენტმა კიევის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრში „IQ Center” წარმომადგენლობა გახსნა. ახალი გაყიდვების ოფისი დაინტერესებულ პირებს უკვე დღეიდან მოემსახურება.

უკრაინულ ბაზარზე კომპანია თავისი სამი უმსხვილესი პროექტით შევიდა, ესენია: საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე ქალაქი ლისზე, კურორტი კოხტა-მიტარბი ბორჯომის მუნიციპალიტეტში და ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე კურორტი ბუკნარი.

ლისი დეველოპმენტი 2010 წელს დაარსდა და მას შემდეგ ახორციელებს ლისის ტბის მიმდებარედ 400 ჰექტარის განაშენიანებას. კომპანიამ ოპერირება უძრავი ქონების ბაზარზე განსხვავებულად დაიწყო და დაამკვიდრა ინოვაციური პრინციპი 80/20, რომელიც გულისხმობს კომპანიის პროექტებში, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, ხოლო დანარჩენი 80%-ის გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მოსაწყობად. ლისი დეველოპმენტი საწყისი ეტაპიდან იქცა ქვეყნის ლიდერი და დაამკვიდრა მწვანე მიდგომები უძრავი ქონების სფეროში.

მწვანე ქალაქი ლისზე კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტია. მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, დუპლექსებს, თაუნჰაუსებს და საკუთარ სახლებს - ვილებს. პარკებს, საცურაო აუზსა და ფიტნეს დარბაზს. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო და გასართობი ზონები. ღია და დახურული პარკინგი. პროექტის არქიტექტურა გამორჩეულია დაბალი განაშენიანებით, ბეტონის ხისა და აგურის გამოყენებით. ქალაქის გენერალური გეგმა წამყვანი ქართველი და უცხოელი არქიტექტორების მიერ არიას შემქნილი.

კურორტი კოხტა-მიტარბი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების ოთხსეზონიანი კომპლექსია, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პირველ ეტაპზე კოხტა გორასთან სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები აშენდა. სასტუმროს მიმართულებით, კომპანიის პარტნიორია ბრენდი „რუმსი“. კურორტი პირველი სტუმრების მიღებას ამ წლიდან შეძლებს.

პროექტი გამორჩეულია შემდეგი ფაქტორების გამო:

· ოთხსეზონიანი დასვენების შესაძლებლობა

· კოხტა გორასა და მიტარბის უნიკალური მწვანე ლანდშაფტი

· ე.წ „სქი ინ სქი აუთ“ კონცეფცია, რაც გულისხმობს აპარტამენტების ინტეგრირებას სათხილამურო ტრასებთან.

· გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანიებს „GEODE“ და „COMPAGNIE DES ALPES ეკუთვნით, მათ მსოფლიოში ფრანგული ალპების განვითარების გეგმებზე უმუშავიათ.

· საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მშენებლობა და ხარისხი

2018 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს შავი ზღვის სანაპიროზე - კურორტს ბუკნარი. პროექტი შერეული ტიპის იქნება და გააერთიანებს სასტუმროებს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, რესტორნებს, კაფეებს და სხვადასხვა გასართობ ზონებს. კურორტი იქნება ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტის, რომელსაც იახტების სადგომი ექნება (Yacht Marine).

ამ ეტაპზე შემუშავებულია კურორტ ბუკნარის გენერალური გეგმა, რომელის პროექტიც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურულ ბიუროს WATG ეკუთვნის. კომპანიას 70 წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო მასშტაბის პროექტების კეთების კუთხით, მთელს მსოფლიოში. ესენია: სასტუმროები ‘Four Seasons’ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, მექსიკაში, მავრიკიაში; კურორტი - ‘ATLANTIS THE PALM’ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ‘PALACE OF THE LOST CITY’ სამხრეთ აფრიკაში და სხვა.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა