ნუკრი ქანთარია - არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება

არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდეს.

მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩათვლიან, ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს.

„ღარიბაშვილი როდესაც გადადგა თანამდებობიდან, მან თქვა - „მე ვრჩები ჯარისკაცად „ქართული ოცნების“. თუ საჭიროდ ჩათვლის, ყველამ შესაძლებელია გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს. არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღირაბიშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება“, - განაცხადა ქანთარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე დღეს კომენტარი გააკეთა ზვიად ძიძიგურმაც. მისი თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება“.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს