ოთარ კახიძე - ხელისუფლებას მოვუწოდებ, გამოიძიოს სიღნაღში, ბესიკ ლაზარიაშვილის ცემის ფაქტი და შეწყვიტოს ძალადობის წახალისება

„ევროპული საქართველო" გუშინ, სიღნაღის რაიონში მომხდარ ინციდენტზე ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვს. როგორც პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ, სიღნაღის რაიონში „ევროპული საქართველოს"აქტივისტს ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირების ფონს ქმნის, რაც დაუშვებელია. კახიძის თქმით, ქვეყანას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება სჭირდება.

„სიღნაღის რაიონში ბესიკ ლაზარიაშვილი გუშინ სასტიკად სცემეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალადობის ფონის გაგრძელება, რომელსაც "ქარათული ოცნება" აქტიურად ნერგავს წინასაარჩევნო პერიოდში. დღემდე დაუსჯელები არიან როგორც კორცხელის მოძალადეები, ასევე ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზეც სერიოზული რეაგირება, დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა. ხელისუფლება განზრახ ქმნის მწვავე დაპირისპირების და ძალადობის ფონს, რაც სახიფათოა. მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოიძიოს და რეაგირება მოახდინოს სიღნაღში მომხდარ ფაქტზე და ამავე დროს შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, ყველა ამგვარ შემთხვევაზე მოახდინოს პრევენცია",- განაცხადა კახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს