ელენე ხოშტარია -  ხელისუფლების მხრიდან, რომელიც თავად თელავს ადამიანის უფლებებს, დიდი ფარისევლობაა, რომ 7 ნოემბრით გაძვრეს ამ არჩევნებში

ხელისუფლების მხრიდან, რომელიც თავად თელავს ადამიანის უფლებებს, ძალიან დიდი ფარისევლობაა, რომ 7 ნოემბრით გაძვრეს ამ არჩევნებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

მისი თქმით, ხალხს იმ უსამართლობაზე აქვს პროტესტი, რომელსაც დღეს ხელისუფლება ჩადის.

ელენე ხოშტარიამ 7 ნოემბრის პროტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 11 წლის წინ მომხდარი 7 ნოემბრიდან მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების გათელვის თაობაზე გაკვეთილი ვერ გამოიტანა და ამ კუთხით, იგივე შეცდომას უშვებს.

„7 ნოემბერს ქართულმა საზოგადოებამ სამართლიანად არ აპატია იმ ხელისუფლებას ადამიანების, ტელევიზიის და ჟურნალისტების მიმართ მოპყრობა . მე მაინტერესებს, 11 წლის შემდეგ, ამ ხელისუფლებამ რა გაკვეთილი გამოიტანა აქედან?! რასაც ჩვენ ვუყურებთ, ამ ხელისუფლებამ გამოიტანა გაკვეთილი, რომ გათელოს ადამიანის უფლებები, რუსთაველზე, ზუსტად იმ ადგილას დაუხიოს და წაართვას კარვები ზაზა სარალიძეს. გაკვეთილი გამოიტანა, რომ დღეს ისევ საზოგადოებას ემუქრება სამოქალაქო დაპირისპირებით, ებრძოდა "რუსთავი 2"-ს და რომ არა სტრასბურგი, საერთოდ წართმეული გვექნებოდა „რუსთავი 2“. მთავარია, ის რომ ეს ხელისუფლება, რომელიც მოვიდა სწორედ იმ ტალღაზე, რომ ჩვენს ხელისუფლებაში იყო ადამიანის უფლებების პრობლემები, 11 წლის თავზე სასტიკად თელავს ადამიანის უფლებებს. ამიტომ, როგორც წინა ხელისუფლება დაისაჯა ამისთვის, რომელიც სხვათა შორის, პარალელურად ბევრ რამეს აკეთებდა, ზუსტად ეს ხელისუფლებაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ყველა მომავალმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ერთი, რომ უნდა ებრძოლოს პრობლემებს და არა ადამიანებს, არ უნდა დაარღვიო ადამიანის უფლებები და არ უნდა გათელო ადამიანის ღირსება",- განაცხადა ხოშტარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს