წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს.

„გასულ წელს შესაბამის პერიოდში 540 შემთხვევა იყო გამოვლენილი. სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7 332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486 მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.

30 სექტემბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4468 პაციენტი, მათ შორის 48 - ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

40.2% (2950) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2% (3388) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 % (804) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან(მსმ); 1.4 % (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში -2676 შემთხვევა (მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში - 929 (აქედან ზუგდიდი - 625); იმერეთში- 911 (ქუთაისი 447); აჭარაში -824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში - 464; კახეთში - 353, ქვემო ქართლში - 381; შიდა ქართლში - 275; გურიაში - 156; ფოთში - 110; სამცხე-ჯავახეთში - 105 და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს - 351; 2009 წელს - 385; 2010 წელს - 455, 2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631.

2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული, ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127 ადამიანი.

2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 მამაკაცია, 24 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 - ვაჟია და 40 - გოგონა, 27 გარდაიცვალა.

შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა“, - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა