07.07.2025 / 08:38
გიგი უგულავა - ქვეყნის დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით უნდა დაიწყოს

ქვეყნის დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, გიგი უგულავა, ჰელსინკში „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე იმყოფება. უგულავა „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და მეორე ტურისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე საუბრობს.

„ამ დროისთვის ჯერ ისიც არ არის ცნობილი, თუ როდის დანიშნავენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, მაგრამ როცა იქნება, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე, პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება განსაზღვროს ხალხმა“, - აცხადებს გიგი უგულავა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს